ტრენინგების ციკლი - სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში

ტრენინგების ციკლი - სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში

2021 წლის 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის ჩატარდა 6-დღიანი  ტრენინგი „სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში”. 

შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო შემდეგ საკითხებს:

•  ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა და სილაბუსი: შემუშავებისა და განხორციელების მეთოდები (პროფესორი ირინე კვაჭაძე);

•  პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება (PBL და CBCR) (პროფესორი ხათუნა თოდაძე);

•  კვლევითი აქტივობის განვითარების თანამედროვე შესაძლებლობები და ფორმები (ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე);

•  სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდები (პროფესორი რიმა ბერიაშვილი);

•  შეფასების თანამედროვე მეთოდები: OSCE და მისი მოდიფიკაციები (პროფესორი მარინა მამალაძე);

•  სანდო პროფესიული აქტივობა და შეფასება სამუშაო ადგილზე (EPA - Entrusted Professional Activities, WPBA – Workplace Based Assessment) (პროფესორი გაიანე სიმონია).

ტრენინგი ჩატარდა არადისტანციურ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების სრული დაცვით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთა  ტრენინგი  სამ ეტაპად განხორციელდება. ტრენინგის მეორე ციკლი 7 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო მესამე -14 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით.