უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ფერღანას (უზბეკეთი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, პროფესორი აკმალ სიდიკოვი და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კუდრატილა იბრაგიმოვი ეწვივნენ.

დელეგაციას თსსუ-ში უმასპინძლეს: თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ და თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო აფციაურმა.

სტუმრები დაინტერესდნენ თსსუ-ის სასწავლო პროგრამებით, აკადემიური პროცესით, განხორციელებული და მიმდინარე პროექტებით. მათ ასევე წარმოადგინეს ინფორმაცია ფერღანას (უზბეკეთი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო ინსტიტუტის შესახებ.

შეხვედრაზე ფერღანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორმა სურვილი გამოთქვა გააფორმოს მემორანდუმი და ითანამშრომლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.