“ვარდისფერი ოქტომბერი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

“ვარდისფერი ოქტომბერი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებლთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის - „ვარდისფერი ოქტომბრის“  ფარგლებში,  გაიმართა  კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე ონკოლოგიის გამოწვევები - ძუძუს კიბოს სკრინინგი და მკურნალობა”. 

ღონისძიების მთავარ მიზანს ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენა, რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში  სკრინინგის პოპულარიზაცია და ცნობიერების დონის ამაღლება წარმოადგენდა.

კონფერენცია გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.

შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ: თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია კერესელიძე;  მრავალპროფილური კლინიკა“მედულა“-ს კლინიკური ონკოლოგი მარიამ ჟვანია;  სხივური და ბირთვული მედიცინის ცენტრის სხივური თერაპევტი სალომე ესაკია; ორგანიზაციების - „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ და „ონკოლაინ ჯორჯია“ -წარმომადგენლები: თინა ბერუჩაშვილი და სოფო ფირანიშვილი.

მომხსენებლებმა განიხილეს კიბოს ახალი შემთხვევების სტატისტიკა, სკრინინგის აუცილებლობის მნიშვნელობა და მკურნალობის თანამედროვე საკითხები.

წარმოდგენილმა მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.  კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.