5 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. გლობალური კამპანიის მიზანია ჯანდაცვის პერსონალში ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის ხაზგასმა და აგრეთვე გლობალური ძალისხმევის და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება ხელების ჰიგიენის გასაუმჯობესებლად ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ადგილებზე.
2023 წლის ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღის სლოგანია, „ერთად დავაჩქაროთ ქმედება“, რაც ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციის დასაჩქარებლად, უსაფრთხოებისა და ხარისხის კულტურის შესაქმნელად ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ადგილებზე, რაშიც ხელების ჰიგიენას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ღონისძიება „იმოქმედე სწრაფად, გადაარჩინე სიცოცხლე - დაისუფთავე ხელები!
ღონიძიებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე სემესტრის სტუდენტებმა: გიორგი გეგეჭკორმა, სერგო კეკენაძემ, გვანცა უსანეთაშვილმა, ოთო სანებლიძემ, ნინო ჯიქიამ, მარიამ ბრეგვაძემ, ნათია ინწკირველმა, ნანა ბეშიძემ, ლიზი ლეჟავამ, სოფო ჯინჭარაძემ, მარიამ დემურიამ, გიორგი სეხნიანიძემ, დეა ნინუამ, თიკო ღამბაშიძემ, მარიამ ფრუიძემ წარადგინეს მოხსენებები.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში ხელის ჰიგიენის მნიშვნელობაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. ღონისძიების ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.
აღნიშნული ღონისძიება ჯანდაცვის სფეროში ადამიანებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი საერთო მიზნის მიღწევა - ინფექციების რისკის შემცირება და ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების შეჩერება.