2018 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ.N33) სააქტო დარბაზში შედგება ეკა ელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის “ტულარემიის ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური მახასიათებლები საქართველოში” საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი
პაატა იმნაძე - აკადემიური დოქტორი მედიცინაში, პროფესორი;
დავით გელოვანი – თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: თამარ მეგრელიშვილი - მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
გურამ კაციტაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
მარინა ციმაკურიძე - თსსუ-ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.