საზაფხულო სტაჟირების პროგრამა

საზაფხულო სტაჟირების პროგრამა

იწყება ყოველწლიური საზაფხულო სტაჟირების პროგრამა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. 

2018 წლის 11–29 ივლისს განხორციელდება ზაფხულის სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:

   •  მედიცინის ფაკულტეტი (VII;VIII;IX;X;XI სემესტრი)

   •  სტომატოლოგიის ფაკულტეტი(V; VI; VII; VIII; XI სემესტრი)

   •  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)

   •  ფიზიკური მედიცინა და რებილიტაციის ფაკულტეტი (V; VII; VII სემესტრი)

სტაჟირების პროგრამა განხორციელდება საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე (სურვილის შემთხვევაში) რეგიონებში. რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი).

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს
(ადმ. კორპუსი ოთახი N101, 551228822 ლევანი; 593616670 - თაკო).

რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 4 ივნისიდან და დასრულდება 15 ივნისს.