2018 წლის 27 ივნისს 17:00 სთ-ზე ჩატარდება სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
დღის წესრიგი:
1. სტომატოლოგიის ფაკულტეტზე V კურსის ქართულენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დამამთავრებელი გამოცდის შედეგები (მომხსენებელი_ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნ. ყიფიანი);
2. 2017-2018 სასწავლო წელს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე გარე და შიდა მობილობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის განსაზღვრისა და კონტიგენტის რაოდენობის შესახებ (მომხსენებელი_ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ს. მღებრიშვილი);
3. სადოქტორო კვლევის პროგრამის ”ინფრაწითელი სპექტრული ანალიზის და ზრდის მარეგულირებელი ცილების როლი ჰემანგიომების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ალგორითმში” დამტკიცების შესახებ (სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და პროფესორი დიანა ძიძიგური).
4. სიახლე პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაციაში. 2018 წლის 20 ივნისი, ამსტერდამი, ევროპის პაროდონტოლოგთა მე-9 კონფერენცია Eურო-პერიო-9 (მომხსენებელი_ პაროდონტოლოგიისა და ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ხ. გოგიშვილი)
5. სხვადასხვა.