დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. „ფარმაცევტული ზრუნვა,  GPP–ის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს სააფთიაქო დაწესებულებებში, პერსონალის განათლების და მართვის საშუალებით“       

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   პროფ. თამაზ ჭუმბურიძე              

2. „ინფრაწითელი სპექტრული ანალიზის და ზრდის მარეგულირებელი ცილების როლი ჰემანგიომების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ალგორითმში“                                    (ექსპერიმენტული  კვლევა)       

სამეცნიერო ხელმძღვანელები:   პროფ.  ზურაბ ვადაჭკორია
                                                       პროფ. დიანა   ძიძიგური


კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას სპეციალობაში (ტესტირება, გასაუბრება) და უცხოურ ენაში.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა) (ივსება ადგილზე);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.


საბუთების მიღება იწარმოებს  2018  წლის  03 ივლისიდან 03 აგვისტოს ჩათვლით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში, ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 1000–დან 1700სთ–მდე (შესვენება 1315–დან 1400 სთ–მდე).

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, VIII სართული, ოთახი № 817.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს (ტელ.: 254 24 66, ოთახი № 817).