პროფესორ არნდტ როლფსის ლექციები თსსუ-ში

პროფესორ არნდტ როლფსის ლექციები თსსუ-ში

2018 წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცნობილი ნევროლოგი, გენეტიკოსი, იშვიათი დაავადებების ექსპერტი, პროფ. არნდტ როლფსი (როსტოკის უნივერსიტეტი, გერმანია)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხავს ლექციებს შემდეგ თემებზე: „ბიომარკერების გამოყენება იშვიათი დაავადებების სწრაფი და ეფექტური დიაგნოსტირებისთვის“ და „პერსონალუზებული/ზუსტი მედიცინა - როგორ გადავლახოთ იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული სირთულეები“. 

პროფ. როლფსი არის იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევის მთავარი მკვლევარი და აქტიურად არის ჩართული მეტაბოლური დარღვევების ბიომარკერების კვლევაში, მათ შორის Sifap პროექტში (www.sifap.eu), რომელიც წარმოადგენს ფაბრის დაავადებასთან დაკავშირებულ ინსულტის მქონე ახალგაზრდა პაციენტების ყველაზე დიდ კვლევას მსოფლიოში, რამდენიმე ბიომარკერის კვლევაში (BioHAE, BioGaucher, BioHunter, BioMorquio) და ნეიროგენეტიკური ეტიოლოგიის მქონე დაავადებების ეპიდემიოლოგიურ კვლევაში. პროფ. როლფს აქვს გამოქვეყნებული 250-ზე მეტი პუბლიკაცია საერთაშორისო მაღალი რანგის ჟურნალებში. იგი არის რამდენიმე საერთაშორისო ბიოტექნოლოგიური და ინდუსტრიული კომპანიის კონსულტანტი,  აგრეთვე არის კონსულტანტი EMA და FDA-ში.

მოხსენებები განკუთვნილია ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის,  დოქტორანტებისა და სტუდენტებისთვის.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, საბჭოების დარბაზი.