საჯარო ლექციები პიზის უნივერსიტეტის პროფესორისგან

საჯარო ლექციები პიზის უნივერსიტეტის პროფესორისგან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  Erasmus + KA 107 საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ეწვია პიზის უნივერსიტეტის  ქირურგიის, პათოლოგიის, მოლეკულური დაავადებების და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის  მკვლევარი, პროფესორი კიარა პოზარელი ( Chiara Posareli, University of Pisa), რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციებს  და გამართავს სამუშაო შეხვედრას. 

იხილეთ განრიგი:

14 ნოემბერი - 10:00 -12:00 საათი
საჯარო ლექცია „როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას? გლაუკომის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა“.
„როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას? გლაუკომის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა“.
ლექცია განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და ოფტალმოლოგებისთვის.ლექციაში განხილული იქნება თანამედროვე ქირურგიული მიდგომები.
ლოკაცია: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, პირველი აუდიტორია.

15 ნოემბერი - 10:00 -12:00 საათი
საჯარო ლექცია - "გლაუკომის ქირურგიის სუპრაცილიარული მეთოდები."
ლოკაცია: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, პირველი აუდიტორია.


16 ნოემბერი - 10:00 -12:00 საათი

სამუშაო შეხვედრა თემაზე - გლაუკომის მაღალი ინტენსივობის ფოკუსური ულტრაბგერით  მკურნალობის ციკლოდესტრუქციული პროცედურები.