2019 წლის 27 თებერვალს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაგეგმილია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური სწავლების არჩევითი პროგრამების კოორდინატორის მიშელ რუზერფორდის საინფორმაციო შეხვედრა თსსუ-ის სტუდენტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში კლინიკური სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული შენობა, საბჭოების დარბაზი (I სართული).
დასწრება თავისუფალია.