2019 წლის 31 მაისს ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მართავს მე-20 STST [Students’ Teaching Scientific Talks] სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის :
1. კონფერენციაში მონაწილე უნდა სწავლობდნენ თსსუ-ში, ან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ჩამონათვალში მყოფ რომელიმე ფაკულტეტზე, ან EMSA-ს ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მიერ რეგისტრირებულ სამედიცინო სკოლაში;
2. ერთ ავტორს შეუძლია მაქსიმუმ ორი ნაშრომის წარმოდგენა;
3. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Power Point 2013-2016-ში, რომელიც აბსტრაქტთან ერთად უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში რეგისტრაციის გავლისას. პრეზენტაცია აუცილებლად უნდა შექმნას ინგლისურ ენაზე.
4. კონფერენციაზე იწარმოებს შემდეგი ენობრივი სექციები: ინგლისურის, გერმანულის, რუსულის, ფრანგულის; სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის;
5. პრეზენტაციაში მიუთითეთ ხელმძღვანელი!
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 26 მაისი!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 405 ოთახი,
ელ.ფოსტა: tsmu.scientific@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!