თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ-ის რეზიდენტებისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პიზის უნივერსიტეტში, იტალია.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე.
მობილობა დაიწყება 2020 წლის გაზაფხულზე. მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება და ყოველთვიური სტიპენდია).
სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
–პასპორტის ასლი;
–ცნობა რეზიდენტის/დოქტორანტის სტატუსის შესახებ
(ინგლისურ ენაზე ნათარგმნი );
–CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
–ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
შერჩევა/ და სტიპენდიის მინიჭება ხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დოკუმენტაციის შემოწმება და ნომინაცია მოხდება ერაზმუს + კოორდინატორის მიერ.
გასაუბრება ჩატარდება 9 დეკემბერს 16 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის 418 ოთახი).
დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: n.kandelaki@tsmu.edu ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 254 24 50.