✓ მიიღე ანაზღაურებადი გამოცდილება;
✓ იზრუნე მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
თსსუ-ის სტუდენტებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა ექთნისა და სანიტრის 20-მდე პოზიციაზე სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოების სხვადასხვა განყოფილებებში.
პირობები:
•სასწავლო პროცესთან შეთანხმებული გრაფიკი (3 დღეში ერთხელ 16 საათიანი სამუშაო გრაფიკი);
•საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მომზადება თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებსა და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში;
•წინასწარი 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება;
•დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ მოხდება დასაქმებულის შტატით უზრუნველყოფა (ხელფასი: ექთანი - 900 ლარი, სანიტარი- 700 ლარი);
•წახალისების მიზნით, სტაჟირებაზე მყოფი საუკეთესო სტაჟიორების შტატით უზრუნველყოფა მოხდება 1 თვეზე უფრო ადრე.
ექთნის პოზიციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის IV-VI კურსის სტუდენტებს, სანიტარის ვაკანსიაზე კი ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, II კურსიდან ზემოთ.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის პირადი ინფორმაცია (სახელი/გვარი, ფაკულტეტი, კურსი, საკონტაქტო ნომერი), სასურველი პოზიციის მითითებით, გამოგზავნეთ 4 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: g.shubitidze@tsmu.edu
გასაუბრება ჩატარდება 5 დეკემბერს 15:00 სთზე, თსსუ-ის საბჭოების დარბაზში.