2019 წლის 20 დეკემბერს 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ცნობილი თურქი ორთოპედ-ტრავმატოლოგის ჯანერ ჯენგიზ თურანის ლექცია ექიმების, სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა კავშირი და მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ,,საბჭოების დარბაზი“.