2020 წლის 18 მარტს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზირი№33) სააქტო დარბაზში შედგება ირმა კორინთელის სადისერტაციო ნაშრომის „ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და ოპტიმიზაციის გზები“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ყარამან ფაღავა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
კონსულტანტი- ირაკლი მჭედლიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები: გიორგი ჩახუნაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნიკოლოზ გონგაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მანანა ხოჭავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.