2020 წლის 08 ივლისს 16:00 საათზე, შედგება ნინო ვაშაკიძის სადისერტაციო ნაშრომის „ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა გადარჩენის პერიოდის და მასზე მოქმედი პროგნოზული ფაქტორების რეტროსპექტული ანალიზი საქართველოში“ საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ნანა მებონია – აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასოცირებული პროფესორი; რემა ღვამიჩავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები: თენგიზ ჩარკვიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნინო ჩიხლაძე - ეკონომიკის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; რევაზ კვერენჩხილაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დისერტაციის დაცვა გაიმართება ონლაინ რეჟიმში.