თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2020–2021 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
№ |
სამაგისტრო
პროგრამის დასახელება |
მისაღები
კონტინგენტი |
ხელმძღვანელი |
1.
|
საზოგადოებრივი
ჯანდაცვა (სავალდებულო – ინგლისური) |
45 |
ლევან ბარამიძე |
2.
|
ეპიდემიოლოგია
და გარემოს მედიცინა |
20 |
რევაზ კვერენჩხილაძე, ირაკლი მჭედლიშვილი |
3.
|
ჯანმრთელობის
ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება |
15 |
ირინე ზარნაძე |
4.
|
ფარმაციის
მენეჯმენტი (სავალდებულო –ინგლისური) |
15 |
ვაჟა ერიაშვილი ნანული დუღაშვილი |
5.
|
ფარმაცევტული
ანალიზი (სავალდებულო –ინგლისური) |
15 |
თამარ ჩიკვილაძე |
6.
|
ფარმაცევტული
და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები (სავალდებულო
– ინგლისური) |
15 |
ალიოშა ბაკურიძე |
7.
|
კლინიკური
ფარმაცია (სავალდებულო –ინგლისური) |
20 |
თამაზ ჭუმბურიძე ნინო ნემსიწვერიძე |
8.
|
პედიატრიული
რეაბილიტაცია |
6 |
ირმა მანჯავიძე, ზეინაბ სოფრომაძე |
9.
|
რეაბილიტაციაში
მრჩეველი |
5 |
ირინე ზარნაძე |
10.
|
რეაბილიტაცია
სპორტში (სავალდებულო –ინგლისური) |
10 |
ლელა მასხულია |
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (დანართი 1);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
რეგისტრაციის ვადაა: 31.08.2020 – 11.09.2020
(10:00 – 18:00 სთ, შაბათ–კვირის გარდა)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში ელექტრონულ მისამართზე: n.vepkhvadze@tsmu.edu t.tkeshelashvili@tsmu.edu
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.