თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის (International Credit Mobility KA 107 Program) ფარგლებში კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ლიეტუა).
მობილობა განხორციელდება 2022 წლის გაზაფხულზე.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები: მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში (4.5 თვის
განმავლობაში).
კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ასევე აცხადებს სტუდენტთა მობილობას ტრენინგის მიზნით.
მობილობა შეიძლება განხორციელდეს გაზაფხულის სემესტრის მანძილზე ან ზაფხულში.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები: მგზავრობა და ცხოვრება ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში (2 თვის განმავლობაში).
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ცნობა თსსუ-ში სწავლის თაობაზე;
• უცხოური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA);
• COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობა (პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა).
დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: n.kandelaki@tsmu.edu; nkandelaki@hotmail.com
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418
ტელ: (032) 254 24 51
მობ.: + 593 35 24 19