ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად შარიტეს – ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (Charité – Universitätsmedizin Berlin ) კლინიკაში 3 თვიანი მობილობის განსახორციელებლად.
კლინიკური როტაციები ჩატარდება შემდეგ სპეციალობებში:
• ქირურგია
• შინაგანი მედიცინა
• ანესთეზიოლოგია
მობილობის პერიოდი – 3 თვე (90 კალენდარული დღე).
მობილობის დასაწყისი -2022 წლის აპრილი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
კონკურსანტებმა გასაუბრებისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის მოწმობა
• აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა,
• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2
• ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე) ჯამური GPA –ის მითითებით;
• CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით).
გასაუბრება ჩატარდება 5 ნოემბერს, პარასკევს 15:00 საათზე.
თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, # 418-ე ოთახი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს;
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451
გისურვებთ წარმატებას!