2022 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ – ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება მაია გოცაძის სადისერტაციო ნაშრომის „ ჰემოროლოგიური პარამეტრების ცვლილებები მოციმციმე არითმიის სხვადასხვა ფორმების დროს “ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ნუგზარ ნარსია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კონსულტანტი:
მაია მანწკავა - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
გაიანე სიმონია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
შალვა პეტრიაშვილი - მედიცინის დოქტორი, ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკის შინაგანი მედიცინის და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თამარ ურდულაშვილი - მედიცინის დოქტორი.