შორენა ქართველიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

შორენა ქართველიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 21 მარტს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება შორენა ქართველიშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „ასთმის, როგორც ქრონიკული დაავადების, ზეგავლენა პაციენტისა და მისი ოჯახის სიცოცხლის ხარისხზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ივანე ჩხაიძე - თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი

ექსპერტები:

მაია ხერხეულიძე - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის #1 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 

ეკატერინე უბერი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის #2 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ქეთევან მაჭავარიანი - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი