თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება დნმ-ის დღესთან დაკავშირებით გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია გენეტიკის მიმართულებების პოპულარიზაცია საქართველოში; მეცნიერების მიმართ სტუდენტთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. კონკურსი ეძღვნება ადამიანის გენომის პროექტის დასრულების 20 წლისთავს.
ნამუშევრების წარდგენა ელ.ფოსტაზე dnaday.art@gmail.com 2023 წლის 16 აპრილის ჩათვლით.
გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდებიან 2023 წლის 25 აპრილს, დნმ-ის დღეს.
დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ აქ.