2023 წლის 11 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება სოფიო მეტრეველის სადისერტაციო ნაშრომის – „CD4+T ლიმფოციტების პლასტიკურობა რეფრაქტერული იმუნური თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტების სისხლსა და ელენთაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ირინე კვაჭაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ–ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნონა ჯანიკაშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
ექსპერტები:
მარინე აბაშიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (თსსუ)
ქეთევან მაჭავარიანი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (თსსუ)
ქეთევან ებრალიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ–პროფესორი (თსსუ)