2023 წლის 20 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ბექარ ონიანის სადისერტაციო ნაშრომის – „გულის იშემიური დაავადების მინიინვაზიური ქირურგიული მკურნალობის უპირატესობები“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ირაკლი მეგრელაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თამაზ შაბურიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ექსპერტები:
გაიანე სიმონია - თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზურაბ ფაღავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზაზა კაციტაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი