ცხადდება კონკურსი სასარის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი სასარის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რეზიდენტებისთვის სასარის უნივერსიტეტში (იტალია), 2023 წლის შემოდგომის სემესტრის საერთაშორისო კრედიტ - მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე  (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა რეზიდენტის  სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე  და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
  • CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDFფორმატში) მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.kandelaki@tsmu.edu, iad@tsmu.edu

უპირატესობა მიენიჭებათ:
რეზიდენტებს,  რომლებსაც არ აქვთ მიღებული ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა; სოციალურად დაუცველ პირებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს; იძულებით გადაადგილებულ პირებს (გთხოვთ, წარმოადგინოთ სათანადო დოკუმენტაცია). 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2023 წლის 10 ივლისს 16:00 სთ-ზე.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.
ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451;


იხილეთ დანართი აქ