პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელი  იწყება 25 სექტემბერს.

პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ვაჟა-ფშაველას N33) წარმოებს  11 სექტემბრიდან  25  სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისას, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე (განაცხადი უნდა გაკეთდეს ადგილზე);

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);

ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4-ზე, როგორც ამობეჭდილი, ასევე CD დისკზე); 

პირადობის მოწმობის ასლი;

სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველი სემესტრის თანხა).

არასრულწლოვანი სტუდენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:

მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 05 /06

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა + 995 593 515 532

სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02

ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08

საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები + 995 32 254 24 07

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE22

სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289

საიდენტიფიკაციო კოდი 211328703 

ბრძანება ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ იხილეთ აქ