საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება რექტორის არჩევნების გამოცხადებისა  და დანიშვნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება რექტორის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 
განცხადება 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
 რექტორის არჩევნების გამოცხადებისა  და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თსსუ-ის რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2023 წლის 30 ნოემბერს  დაინიშნა რექტორის არჩევნები. რექტორობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  აკადემიურ თანამდებობაზე, ჯანდაცვის მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

თსსუ-ის რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 17 ნოემბერს  და დასრულდება 2023 წლის 24 ნოემბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  11:00  საათიდან  16:00 საათამდე, გარდა  შაბათ-კვირისა  და  23  ნოემბრისა (უქმე). 

მის. ვაჟა-ფშაველას 33,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  206.   ტელ:  2 542443