2023 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ზაზა ლომინაძის სადისერტაციო ნაშრომის – „სისტემური ოქსიდაციური სტრესის, აორტის რიგიდობის მაჩვენებლების და სისხლის ანთებითი ინდექსების შორეული კარდიოვასკულური პროგნოზული მნიშვნელობა“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
კახაბერ ჭელიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი.
ექსპერტები:
მერაბ მამაცაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს ადაპტის გენერალური დირექტორი
ზურაბ ფაღავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე
არჩილ ჩუხრუკიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი