თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის N 24/7 გადაწყვეტილებით, 2024 წლის 19 თებერვალს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 16 თებერვალს დაინიშნა აკადემიური საბჭოს არჩევნები.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 5 თებერვალს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მის. ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, “ბ“ ფლიგელი, ოთახი 311. ტელ.: 2 54 24 43