ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (რუმინეთი) სტიპენდიების მოსაპოვებლად.
მობილობის ხანგრძლივობა - ორი თვე.
მობილობის დასაწყისი -2024 წლის ივნისი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გთხოვთ, გასაუბრების დროს წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA –ის მითითებით;
• CV (ევროპული ფორმატის სახით, ფოტოსურათით);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 20 მარტს, 15:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451