თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადებისა  და დანიშვნის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 

განცხადება 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადებისა  და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 1 აპრილის # 24/13 გადაწყვეტილებით, თსსუ-ის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 18 აპრილს დაინიშნა  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები. კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ, თსსუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; რეზიუმე(CV), კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 8 აპრილს და დასრულდება 2024 წლის 12 აპრილს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა  9 აპრილისა (უქმე).

მის. ვაჟა-ფშაველას 33,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  N210.  ტელ.- 2 542443