ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 5-თვიანი მობილობის განსახორციელებლად დიჯლეს უნივერსიტეტში (თურქეთი).
მობილობის დასაწყისი: 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);;
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA –ის მითითებით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე.
გთხოვთ, 2024 წლის 10 მაისის 15:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე sms.tsmu.edu
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451