ცხადდება კონკურსი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) საზაფხულო სტაჟირების გასავლელად.
მობილობის პერიოდი: 2024 წლის 5 აგვისტოდან 2024 წლის 23 აგვისტომდე.
უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამი დეპარტამენტი:
- მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი
- გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი
- გულმკერდის დაავადებათა დეპარტამენტი
გთხოვთ, 2024 წლის 3 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 4 ივნისს,16:00 სთ-ზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.