2024 წლის 5 ივლისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ერეკლე გრატიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „პილონიდური სინუსის ლაზერული ობლიტერაცია“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ლალი ახმეტელი - თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
თეიმურაზ ივანიშვილი - თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ექსპერტები:
გიორგი ასათიანი - თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
თენგიზ გუგეშაშვილი - თოდუას კლინიკის აბდომინური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ნანა ხოტენაშვილი - თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი