ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2 თვიანი სტაჟირების გასავლელად პედიატრიულ რეაბილიტაციაში თინაზთეფეს უნივერსიტეტში (იზმირი, თურქეთი).
მობილობის პერიოდი: 2024 წლის ივლისი-აგვისტო.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2დონე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
გთხოვთ, 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული,ოთახი N 407.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.