სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. გულის ემბრიოგენეზის თავისებურებანი ორსულობის პირველ ტრიმესტრში სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების გათვალისწინებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი; ასისტენტ-პროფესორი მარინა ფაილოძე.
2. გულის ემბრიოგენეზის თავისებურებანი ორსულობის 18-დან 22 კვირის ვადამდე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი; ასისტენტ-პროფესორი მარინა ფაილოძე.
3. სელექციური ნეოგლიკოპროტეინების როლი ფარმაკოთერაპიული საშუალებების ტოქსიკურობისა და მათდამი მდგრადობის განსაზღვრისათვის ვისცერული ლეიშმანიოზის დროს.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ხვიტია; ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი გალინა სუკოიანი.
4. სისტემური ანთებითი პასუხის და ლიპიდური პროფილის შესწავლა კოლხიცინის და როზუვასტატინ/ეზეტიმიბის ერთობლივი გამოყენებისას ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნათია გამყრელიძე.
5. ბერბერინის ჰიდროქლორიდის ლიპოსომური ბუკალური ფირფიტების ანტიათეროგენული ეფექტის შეფასება მონოთერაპიისას და როზუვასტატინთან კომბინაციაში ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მოდელში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი მაია ოკუჯავა;
სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ალიოშა ბაკურიძე.
6. მელანოციტური ჰიპერპლაზიების, მელანოციტური ხალების (ნევუსების) ჰეტეროგენულობა, რეციდივისა და პროგრესიის მარკერები.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი თამარ სალაძე;
სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე.
7. ციტოკინები და ზრდის ფაქტორები, როგორც კოლორექტული სიმსივნის პროგრესირებისა და მეტასტაზირების ბიომარკერები.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია; ასოცირებული პროფესორი არჩილ ალადაშვილი.
8. სისტემური ანთების მარკერების პროგნოზული მნიშვნელობა მწვავე რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი; პროფესორი ლევან რატიანი.
სამეცნიერო კონსულტანტი - ბერნარდ ბონოტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტის პროფესორი (საფრანგეთი).
9. ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებში სეფსისის პროგნოზული მარკერები და სისტემური ანთების მათემატიკური მოდელირება.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი; ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ ოდიშარია (თსუ).
სამეცნიერო კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი თამარ გეგეშიძე.
10. ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გენეტიკური დახასიათება და მკურნალობის ტაქტიკა რეანიმაციულ პაციენტებში.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ დიდბარიძე; ასისტენტ-პროფესორი ელენე პაჭკორია.
სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ლევან რატიანი.
11. ვირუსული პათოლოგიის როლი წითელი ბრტყელი ლიქენის განვითარებასა და სათანადო თერაპიული ალგორითმის შემუშავებაში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ალექსანდრე კაციტაძე.
12. კორტიკოსტეროიდული თერაპიის როლი მწვავე პანკრეატიტის მკურნალობასა და გართულებების პრევენციაში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი ასათიანი.
13. კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დინამიკა და სისხლის რეოლოგიური ცვლილებები არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების დროს.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე; ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა.
14. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორეული პრევენციის ადაპტირებული მოდელის და სარეაბილიტაციო პროგრამის ეფექტურობა გულის იშემიური დაავადების მქონე პირებში.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ლელა მასხულია; პროფესორი არჩილ უნდილაშვილი
სამეცნიერო კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი.
15. ცელიაკიის გავრცელება და მიმდინარეობის თავისებურებები საქართველოს ბავშვთა პოპულაციაში
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ქეთევან გოგბერაშვილი
სამეცნიერო კონსულტანტი - მიხაელ ლენცე - პროფესორ-ემერიტუსი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი
16. პოსტინსულტური კოგნიტურ-მნესტიური დისფუნქციის პრედიქტორები და დიაგნოსტიკური ასპექტები.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი მარინა ჯანელიძე.
17. ანთებითი მარკერების როლი აუტიზმის სპექტრის დარღვევების დროს.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი სოფიო ბახტაძე.
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის ფორმა – ტესტური და გასაუბრება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 11 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური ფორმით (pdf ფაილი).
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.