ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის ,,პედიატრია” რეზიდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2 თვიანი მობილობის გასავლელად მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში (იტალია).
მობილიობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• პასპორტის ასლი;
• ცნობა რეზიდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 3 დეკემბერს, 16 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451