2024 წლის 20 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ორი ლექცია:
„მულტიმორბიდობის მქონე ხანდაზმული პაციენტების შინ მოვლა შვედეთში: ინტეგრირებული ციფრული და ფიზიკური მოვლის მართვა” - თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ინგლისურ ენაზე).
დასაწყისი: 10:15.
„მე-2 ტიპის დიაბეტი: ეპიდემიოლოგია და 20-წლიანი კვლევის შედეგები (კლინიკური შემთხვევების განხილვა)” - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
დასაწყისი: 15:00.
ლექციებს წაიკითხავს კაროლინსკას ინსტიტუტის (ქ. სტოკჰოლმი, შვედეთი) პირველადი ჯანდაცვის აკადემიური ცენტრის ასოცირებული პროფესორი მარინა ტალოიანი.
ლექციების ჩატარების ადგილი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, I საკონფერენციო დარბაზი.