ეკატერინე მოსიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ეკატერინე მოსიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 24 დეკემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ეკატერინე მოსიძის სადისერტაციო ნაშრომის - „ვერცხლის ბიონანოპრეპარატების დიზაინი, ტექნოლოგია და ბიოლოგიური შეფასება“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი;

დემეთ აქინი - ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი.

ექსპერტები:

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

დიმიტრი ლაგაზიძე - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაცევტული პროდუქტის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და კოსმეტოლოგიური საშუალებების ფორმათა ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

ანა ბოჟაძე - თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.