2025 წლის 20 იანვარს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას№33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება თინათინ ნადირაძის სადისერტაციო ნაშრომის - „კოგნიტური გამოწვეული პოტენციალების მახასიათებლები და ყურადღების პარამეტრები ინტერნეტდამოკიდებულ ბავშვებსა და მოზარდებში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
სოფიო ბახტაძე - თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ირინე კვაჭაძე - თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ხათუნა თოდაძე - თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ნატალია პავლიაშვილი - თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
მაია ხერხეულიძე - თსსუ-ის პედიატრიის №1 დეპარტამენტის პროფესორი,მედიცინის აკადემიური დოქტორი.