საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) - სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვე.

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გრაფიკი

დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ პორტალზე.

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა - 2025 წლის 25 მარტი, 23:00 საათი.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები:

11 მარტი – 11:00 საათი

13 მარტი – 11:00 საათი

17 მარტი – 11:00 საათი

19 მარტი – 11:00 საათი

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ აქ