საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2025 წლის კონკურსს.

კონკურსის მიზანია:

ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.

კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური 

რეგისტრაციის გრაფიკი:

ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილის 16:00 საათამდე;

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 20 მაისის 18:00 საათამდე.

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ.