შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ