სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას 2025–2026 სასწავლო წლისთვის.

პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე მყოფი სტუდენტების მხარდაჭერას და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სემესტრულად მიიღონ მაქსიმუმ 1125 ლარის, ხოლო წლიურად – 2250 ლარის ოდენობის დაფინანსება. დაფინანსების პროცენტი განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და სარეიტინგო ქულის შესაბამისად.

განაცხადების მიღება დაიწყო 2025 წლის 3 სექტემბერს და გაგრძელდება 20 დეკემბრის ჩათვლით.

თბილისის მერია მოუწოდებს დაინტერესებულ სტუდენტებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.