დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

 

სსიპთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების იმუნური და რედოქს-დამოკიდებული მექანიზმების შესწავლა მაიონიზებელი დასხივების დროს და გამოვლენილი დარღვევების კორექცია ჰერნიარინის მეშვეობით.

          სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ სანიკიძე

                                                                  ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია

            სამეცნიერო კონსულტანტი - ასისტენტ-პროფესორი სოფიო კალმახელიძე

 2. მელატონინის რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებები სხვადასხვა ტიპის კოლორექტულ პოლიპებში.

            სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი თამარ სალაძე

            სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე 

3. მელატონინის რეცეპტორების განაწილების თავისებურებები ძუძუს კიბოსა და კიბოსწინარე დაზიანებების სხვადასხვა ჰისტოლოგიურ ტიპებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე

 4. სინოვიური გარსის უჯრედულ-მოლეკულური პროფილი და სისხლძარღვთა ცვლილებები რევმატოიდული ართრიტის დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი ელენე (დოდო)

                                                      ქართველიშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე

 5. სინონაზალური პოლიპებისა და პაპილომების ფენოტიპური მახასიათებლები, რეციდივისა და პროგრესიის ფაქტორები.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ნატო ნაკუდაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე

 6. კონიუნქტივის მელანოციტური დაზიანების ჰეტეროგენულობის, ფენოტიპური თავისებურებისა და პროგრესიის რისკის მახასიათებლები.

            სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია 

            სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე

 7. კოლორექტული დისპლაზიური პოლიპებისა და ადენოკარცინომების ჰეტეროგენულობა: სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტებისა და სიმსივნური მიკროკლასტერების ურთიერთკავშირი, პროგრესიისა და პროგნოზის თავისებურებები.        

სამეცნიერო ხელმძღვანელი  - პროფესორი რემა ღვამიჩავა

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე

 8. რბილი ქსოვილების დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი

 9. ევეროლიმუსის და ეგზემესტანის კომბინაციის ეფექტურობა კაპეციტაბინთან შედარებით ჰორმონ-დადებითი HER2-უარყოფითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობის მეორე ხაზში CDK 4/6 ინჰიბიტორებზე პროგრესირების შემდგომ.

სამეცნიერო ხელმძღვანელი  - პროფესორი რემა ღვამიჩავა          

 10. კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლებისა და გენეტიკური არასტაბილურობის როლის დადგენა ონკოლოგიურ პაციენტებში რადიოთერაპიის ეფექტურობისა და გართულებების რისკის პროგნოზირებისთვის.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი მიხეილ შავდია

                   პროფესორი ალა ზედგინიძე

სამეცნიერო კონსულტანტი - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ორმოცაძე

 11. ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობის ლოკუსების იდენტიფიცირება და პოლიგენური რისკის მაჩვენებელი საქართველოს პოპულაციაში: კლინიკური გამოყენების პერსპექტივები.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ქეთევან კანკავა

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი თინათინ ტყემალაძე

 12. იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების გამომწვევი გენეტიკური მიზეზების დადგენა ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების პედიატრიულ პაციენტებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ირაკლი ნატროშვილი

    პროფესორი თინათინ ტყემალაძე

სამეცნიერო კონსულტანტი - მედიცინის დოქტორი რეზა მარუფიანი (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი)

 13. ენდოკრინული და ნუტრიციული მეთვალყურეობის მნიშვნელობა პოსტბარიატრიულ პაციენტებში ნეიროპათიის პრევენციისთვის.

            სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო ჩარკვიანი

                                                             მედიცინის აკადემიური დოქტორი მადონა სეხნიაშვილი

 14. მცენარეული ბოჭკოს გავლენა მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებზე.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი გელა სულაბერიძე

     პროფესორი თამარ ყანდაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი - ასისტენტ-პროფესორი კარენ გრიგორიანი

 15. რკინის ცვლის სადიაგნოსტიკო და პროგნოზული მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ ყანდაშვილი

    ასისტენტ-პროფესორი მიხეილ გადაბაძე

სამეცნიერო კონსულტანტი - ასისტენტ-პროფესორი მარინა ნონიაშვილი

 16. კინეზოთერაპიის, ფიზიოთერაპიისა და გახანგრძლივებული ანესთეზიის კომპლექსური გამოყენების ეფექტურობა ხერხემლის პოსტოპერაციული სინდრომის მკურნალობაში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი გიორგი ინგოროყვა

     პროფესორი დავით ტატიშვილი

 17. ორთოპედიული მკურნალობისას პროთეზზე ხელოვნური კბილების კონსტრუირება პოპულაციური ანთროპომეტრული თავისებურებების გათვალისწინებით სრული ედენტულიზმის დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი  - ასოცირებული პროფესორი ნატალია შონია

 18. ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარების ძირითადი გამოწვევები და თანამედროვე პოლიტიკის მოდელირება საქართველოში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე

 19. კანის სტაფილოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო ბიოკომპოზიცია: დიზაინი, ფორმულაცია და ბიოლოგიური შეფასება.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი

  სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი ია კუსრაძე

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

 20. ზოგიერთი ბუნებრივი სამკურნალო მინერალური რესურსის ბიოგენური მეტალების in situ ნანოკონსტრუირება: დიზაინი, ტექნოლოგია, ბიოფარმაცევტული და ბიოლოგიური შეფასება.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

                                                                   ასოცირებული პროფესორი ნინო ქურდიანი  

სამეცნიერო კონსულტანტი - ასისტენტ-პროფესორი ლია გუბელაძე

 21. ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების და მათი მეტაბოლიტების ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური  ანალიზი  ენანტიოსელექტიური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას-სპექტრომეტრიული (HPLC-MS/MS) მეთოდით.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჯოხაძე

                                                           ასისტენტ-პროფესორი კობა სივსივაძე                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        სამეცნიერო კონსულტანტი: პროფესორი პაატა თუშურაშვილი

           

 

კონკურსი მოიცავს:

) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის  ფორმა ტესტური და გასაუბრება).

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება თსსუის რექტორის სახელზე;
  2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
  3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. პირადობის მოწმობის ასლი;
  7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
  8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით 11:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური ფორმით.

 

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.