2025 წლის 7-8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია „პედიატრიული ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავს პროფესორი ჯორჯია რამანტანი (ციურიხის უნივერსიტეტი, შვეიცარია) და პროფესორი ილონა ანა კოპიტა (კატოვიცეს უნივერსიტეტი, პოლონეთი).
კონფერენცია განკუთვნილია საოჯახო მედიცინის ექიმების, ნეონატოლოგების, პედიატრების, ბავშვთა ნევროლოგების, ანესთეზიოლოგია- რეანიმატოლოგების, ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და რეაბილიტოლოგებისთვის.
კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მას მინიჭებული აქვს 9 უპგ ქულა.
კონფერენცია ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-2 სართულზე, მე-3 საკონფერენციო დარბაზში.
კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tsmu.edu/bnas/