შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის "მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს".
კონკურსის მიზანია:
მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდულური
რეგისტრაციის გრაფიკი:
- ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის 16:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 9 (12:00 სთ), 17 და 24 ოქტომბერი.
საკონსულტაციო შეხვედრის ბმულები და ზუსტი დრო გამოქვეყნდება ეტაპობრივად, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ აქ - https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2025-tslis-magistrantta-sastsavlo-kvleviti-proeqtebis-grantit-dafinansebis-konkurss