საჯარო ლექცია - „პრობლემური საკითხები ენდომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის ეპითელური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში“

საჯარო ლექცია - „პრობლემური საკითხები ენდომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის ეპითელური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში“

საქართველოში ვიზიტით იმყოფება გულისა ტურაშვილი, რომელიც არის ჰარვარდის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი პათოლოგიურ ანატომიაში და ასოცირებული პათოლოგ ანატომი მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში, ბოსტონი, მასაჩუსეტსი.

მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დოქტორის ხარისხი მოიპოვა პალაცკის უნივერსიტეტში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, შემდეგ კი მოღვაწეობა განაგრძო ბრიტანეთის კოლუმბიის კიბოს კვლევის ცენტრში, კანადაში.

გულისა ტურაშვილი არის ამერიკელი პათოლოგ ანატომების კოლეჯის კიბოს კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ასევე ამერიკული კლინიკური პათოლოგიის საზოგადოების CheckPath ანატომიური პათოლოგიის კომიტეტის და სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კომიტეტების წევრი.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გულისა ტურაშვილი ლექციას წაიკითხავს თსსუ-ის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და კლინიცისტებისთვის.

ლექცია -პრობლემური საკითხები ენდომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის ეპითელური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში“.

საჯარო ლექცია ჩატარდება : 2025 წლის 15 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე, თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-2 საკონფერენციო დარბაზში.