თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით 2025 წლის 29-30 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია მონაწილეებს გააცნოს თანამედროვე ფარმაცევტული, სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევები, ხელი შეუწყოს პრაქტიკული ფარმაციის განვითარებასა და ინტეგრირებული კვლევების განხორციელებას.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, აკადემიური, სსიპ, ა(ა)იპ და სხვა შესაბამისი პროფილისა და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოხსენებებით წარსდგებიან ქართველი და უცხოელი მოწვეული მეცნიერები, დარგის სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: